01 მაისი, 2018
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომამ პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ. დასახელდა ასევე პოლიტსაბჭოს 15 კაციანი შემადგენლობა.
პოლიტსაბჭოს ახალ წევრებად წარდგენილი არიან შემდეგი კანდიდატები:
1. ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი;
2. გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი;
3. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე;
4. კახა კალაძე - თბილისის მერი;
5. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
6. გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
7. ილია ნაკაშიძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
8. არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
9. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
10. დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე
11. ირაკლი ტრიპოლსკი - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე
12. ბიძინა გეგიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე
13. მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
14. სოზარ სუბარი - ლტლვილთა და განსახლების მინისტრი;
15. დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე;
პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს დაამტკიცებს.